სტიპენდია აშშ -ში სწავლისთვის

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის MBA მაგისტრატურა

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის MBA მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლის გადახდის უნიკალურ პირობებს სთავაზობს:

  • მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10% მიიღებს 100%-იან დაფინანსებას
    „საქართველოს ბანკისგან“.
  • შემდეგი 20%-ი კი სწავლის საფასურის დაფარვას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან
    1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე.


ყველა სტუდენტს აქვს შანსი, სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას.

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი სწავლის საფასური: 7,500 ლარი წელიწადში

გაიგე მეტი

„ჩივნინგის“
სტიპენდიების პროგრამა

განაცხადების მიღება 2016/2017 სასწავლო წლისთვის დასრულებულია.

საქართველოს ბანკი და „ჩივნინგის“ (Chevening) სტიპენდიების პროგრამა გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მიიღო დაფინანსება უმაღლესი განათლების მისაღებად დიდ ბრიტანეთში! დაფინანსება მოიცავს არა მარტო სწავლის საფასურს, არამედ ისეთ ხარჯებსაც, როგორებიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის/თეზისის გრანტი, ვიზის გადასახადი. კონკურსის მეშვეობით შეირჩევა 3 გამარჯვებული, რომლებიც მოიპოვებენ დაფინანსებას 2016/2017 სასწავლო წელს დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წელს გააფორმა პარტნიორობა, რის შედეგადაც დაწესდა საქართველოს ბანკისა და „ჩივნინგის“ ერთობლივი სტიპენდია (Chevening/Bank of Georgia Scholarship). საქართველოს ბანკი მიზანია ხელი შეუწყოს იმ სტუდენტებს, რომელთაც სურთ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის განათლების მიღება და წარმატებული მომავლის შექმნა.

გაიგე მეტი

სტიპენდიანტები

  • ზვიად კერვალიშვილი
    Chevening/Bank of Georgia-ს სტიპენდიის 2015/2016 სასწავლო წლის გამარჯვებული.
  • ნინო კაკულია
    Chevening/Bank of Georgia-ს სტიპენდიის 2015/2016 სასწავლო წლის გამარჯვებული.
  • ნანა სანიკიძე
    Chevening/Bank of Georgia-ს სტიპენდიის 2015/2016 სასწავლო წლის გამარჯვებული.
  • ნინო ვარდოსანიძე
    Chevening/Bank of georgia-ს სტიპენდიის 2014/2015 სასწავლო წლის გამარჯვებული.
  • ნანა ბიგვავა
    Chevening/Bank of georgia-ს სტიპენდიის 2014/2015 სასწავლო წლის გამარჯვებული.

„ფულბრაიტის“
სამაგისტრო პროგრამა

განაცხადების მიღება 2015/2016 სასწავლო წლისთვის დასრულებულია.

საქართველოს ბანკი და ფულბრაიტის (Fulbright) სამაგისტრო პროგრამა გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მიიღო დაფინანსება უმაღლესი განათლების მისაღებად აშშ-ში! საქართველოს ბანკი გამოყოფს დაფინანსებას საქართველოს ორი მოქალაქესთვის, ვისაც სურვილი აქვს გაემგზავროს აშშ-ში ორი წლით, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ბიზნესის ადმინისტრირების (MBA), საინჟინრო, და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებით.

საქართველოს ბანკმა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობა 2014 წელს გააფორმა, რის შედეგადაც პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიიღეს ისეთმა კანდიდატებმა, ვისაც ბიზნესის სწავლა სურს. საქართველოს ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებს მიიღონ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის განათლება და დაეხმაროს მათ წარმატებული მომავლის შექმნაში.

გაიგე მეტი

სტიპენდიანტები

  • ეკატერინა ყუფუნია
  • თამარ პაპავა